პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი დარეგისტრირდა

ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ და უმრავლესობიდან გასული ილია ინჯიას, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილის შემადგენლობით, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ დარეგისტრირდა.

„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო ოპოზიციის სახით იქნება წარმოდგენილი და მისი წევრები პარლამენტში ოპოზიციისთვის განკუთვნილ კვოტებს დაიკავებენ.

აღნიშნული ჯგუფის შესაქმნელად პარლამენტის რეგლამენტი შეიცვალა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არანაკლებ სამ დეპუტატს მიეცა.



საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე