ვიქტორ ორბანი - 14 დღეში დონალდ ტრამპმა მსოფლიო თავდაყირა დააყენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი განცხადებით, ბრიუსელში ბიუროკრატები ტრამპის ტორნადოს თავს ვერ დააღწევენ. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ორბანის განცხადებით, 14 დღეში დონალდ ტრამპმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მსოფლიო თავდაყირა დააყენა.

„გუშინ ჩვენ ჩავატარეთ ევროკავშირის პირველი სამიტი ბრიუსელში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. უცნაური შეკრება იყო. ბრიუსელში ყველას შეუძლია, დაინახოს ტრამპის ტორნადოს მოახლოება, მაგრამ უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ შეუძლია, მას თავი დააღწიოს. ისინი ამას ვერ შეძლებენ. 14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე მიღებული ზომით დააყენა მსოფლიო თავდაყირა. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტი სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რის თავს მოხვევასაც ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენთვის ბოლო წლებში, დასრულდა“, – წერს ორბანი.

ორბანის თქმით, აქამდე არსებული გლობალური ვაჭრობის წესები იცვლება და ევროკავშირს წინ რთული თვეები ელოდება.



Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო