რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი - თუ ამ სკვერს გადავავსებთ, იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას

„მეხუთე დღეა დმანისის მერიის წინ ვდგავარ ჩემი მანქანით. აქ ვათენებ და ვაღამებ და ვშიმშილობ ხალხის ერთობის და გაერთიანების იმედით.“ - ამის შესახებ საკუთარ სოციალურ გვედზე,რეჟისორმა, ლაშა ჩხვიმიანი ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

რეჟისორის თქმით,  მოტივაციას აძლევს იმედი იმისა, რომ საზოგადოება გაერთიანდება და ერთად გააგრძელებენ „რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლას. მისივე თქმით, შიმშილობას იმ შემთხვევაშ შეწყვიტავს, თუ დმანისის სკვერი ხალხით გადაივსება.

„ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის ეს იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დეფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს. 

მე ამ ერთობის იმედი კი მაქვს მაგრამ მინდა, რომ ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მინდა ჩემი თვალით დავინახო ეს გაერთიანებული ადამიანები. ესე მშვიდად დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ესე პრინციპულად დგანან ერთად. დმანისში მინდა მოხდეს ეს ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში.

დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას. 

ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი და მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა. ოთხშაბათს საღამოს დმანისის მერიის წინ, დმანისის ცენტრალურ სკვერთან, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას.

სხვა შემთხვევაში მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას და ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში. მე აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს". - აცხადებს, ჩხვიმიანმა ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის,დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დმანისში 30 იანვარს დაიწყო.

 



„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამას შეუერთდა
პროტესტის 72-ე დღე - მოქალაქეები მარშისთვის ემზადებიან
პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი დარეგისტრირდა
ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა