დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.

ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე, შემდეგ კი ფიცს დონალდ ტრამპი დადებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. (თბილისის დროით, 21:00საათზე) ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი.

ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც. მიწვეულთა სიაში არიან: არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა, სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.

ცერემონიაზე მიწვეული იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა ინაუგურაციას დაესწრება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშგინგტონში ვერ ჩავა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორბანი სხვა ღონისძიებას უნდა დაესწროს.



20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება