
საქართველო 2025 წელს არ იღებს მონაწილეობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია იქნება პირველი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები არ დაესწრებიან.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველო ასევე მონაწილეობას არ მიიღებს დავოსის ეკონომიკური ფორუმში, რომელიც 20-24 იანვარს ტარდება შვეიცარიაში და მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
მონაწილეთა შორის არიან საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი. ასევე; აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (დისტანციურად).

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |