საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.
„ევროპაში საგარეო ინტერვენციისა და დეზინფორმაციის თაობაზე ცხარე განხილვების პარალელურად, გერმანიის წამყვანი პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს, რომ თავად ერევა სხვის საქმეში და დეზინფორმაციასაც თვითონ ავრცელებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშკარა ტყუილებს შეიცავს. ჯერ ერთი, ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტის საპირისპიროდ, ეუთო/ოდირის დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა და ყველანაირი პირობაც შეექმნა საქმიანობისათვის. მეორეც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არასოდეს უთქვამს, რომ „გამორიცხავდა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე“. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად არ წამოწევდა ამ საკითხს და, იმავდროულად, მოუწოდა ევროკავშირს, დროულად გაეხსნა ეს მოლაპარაკებები. „გამორიცხვა“ მხოლოდ და მხოლოდ განცხადების ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. ეს აშკარა ტყუილები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთან კომიტეტის თავმჯდომარე როტის მიერ არათუ საქართველოს საქმეებში ჩარევასთან, არამედ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ მონაწილეობასთან ერთად, შეცდომას გამორიცხავს: საგარეო ჩარევაზე წუწუნთან ერთად, ზოგიერთი გერმანელი მოხარულია, თავად ჩაერიოს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და დეზინფორმაციაც გაავრცელოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |