ალეკო ელისაშვილი - სანქციები ფართოვდება, ისე დაიწყეს ოცნებასთან საუბარი, როგორც იმსახურებენ

ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს - სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს მათთან [ქართულ ოცნებასთან] საუბარი, როგორც იმსახურებენ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.

„ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ ამათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“,- აღნიშნა ელისაშვილმა



2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება