ევროკომისიის პრეზიდენტი - EU უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადავცემთ - „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში ევროკავშირის წილის პირველ გადახდას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს

მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, უკრაინას შეუძლია მეგობრების და პარტნიორებზე იმედი ჰქონდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა, რათა მან თავისუფლებისთვის ბრძოლა გააგრძელოს და გაიმარჯვოს.

გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სესხის პირველ ტრანშს უკრაინა 2025 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებდა. სესხის მთლიანი თანხა, 18,1 მილიარდი ევრო, კიევს 2025 წლის განმავლობაში გადაეცემა და ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის დაიფარება.



სარწყავ წყალზე კონტროლი მკაცრდება
შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ - KAZIN DMC
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ბაზისბანკს და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა