პარლამენტის ყოფილი წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დასანქცირება იქნება კატასტროფა და თუ ეს მოხდება, ნათია თურნავა თანამდებობიდან უნდა წავიდეს
მისივე თქმით, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის კონგრესიდან გაგზავნილ სიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხსენება არის უმძიმესი რამ.
"რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დასანქცირებას, ეს კოლაფსია, იმავე მომენტში მოუწევს გადადგომა, უნდა თუ არ უნდა, უნდა წავიდეს, რადგან საბჭოშიც ვერ დარჩება. შეიძლება რიგით წევრად დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები და დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ვერ იქნება. თუმცა, მე ვერ ვამბობ, რომ სია, რომელიც კონგრესიდან გადასცეს, იქნება აშშ-ის მთავრობის მიერ კოპირებული," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიაში უტა ივანიშვილის შეყვანა იქნება საკმარისი, რომ ივანიშვილის ბიზნეს იმპერია დაინგრეს.
"ივანიშვილის მეუღლის დასანქცირება უზარმაზარ პრობლემას შექმნის, მაგრამ საკმარისია, იქ ერთი ადამიანი - უტა ივანიშვილი ახსენონ და მორჩენილია. ივანიშვილის მთელი ბიზნეს იმპერია ინგრევა. ვინაიდან უტა ივანიშვილი არის ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი, "ქართუ"კი არის ყველაფრის დამფუძნებელი, ამიტომ ამით ჩამოიშლება ყველაფერი", - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილს აქვს გამაფრთხილებელი და შეურაცხმყოფელი სანქცია.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |