დეკანოიძე - ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო

ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელია“.

„ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. 

უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. 

ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე. 

ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ რუსული კანონი გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს”, „ტრამპი რას იტყვის?“ - წერს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.



ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა