ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს 12 წლის განმავლობაში თურქეთში ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება.

"შეხვედრაზე განხილული იქნება თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის შესაძლო ერთობლივი ნაბიჯები“, - ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საუბარი შეეხება მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, განსაკუთრებით ისრაელის ღაზაზე თავდასხმებს.

სისის ჩასვლა ანკარაში დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ხოლო ერთობლივი პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება. 



ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა
SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი - „ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ გამოიცა
ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა